“ჰიდრო ნაგებობების (კაშხლების) უსაფრთხოება განახლებადი ენერგეტიკის განვითარება 2018”

ენერგეტიკის, ელექტროენერგისა და ტელეკომუნიკაციების მე-5 საერთაშორისო  გამოფენის  ელკომ კავკასიის ფარგლებში, და  „საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ (Gncold)-ის ორგანიზებით 2018 წლის 14 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში ტარდება საერთაშორისო კომფერენცია: „ჰიდრო ნაგებობების (კაშხლების) უსაფრთხოება. განახლებადი ენერგეტიკის განვითარება 2018“.

კონფერენციაზე ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხილული იქნება ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების საკითხები. ბოლო დროს, საქართელოში ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე  გახშირებულმა ავარიებმა კიდევ უფრო აქტუალური გახადა ჰიდროელექტროსადგურებზე  ინფრასტრუქტურულ, წყალსამეურნეო და სამელიორაციო  ობიექტებზე ჰიდროტექნიკური ნაგებობების  უსფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა.  აშკარაა, რომ პრობლემა სისტემური ხასიათისაა და მსგავსი ინციდენტების პრევენციის მიზნით, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება.  კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ახალი მიდგომები, ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკა ჰიდროტექნიკური ნაგებობების, კაშხლების  უსაფრთხოების  უზრუნველყოფისათვის.

ასევე განხილული იქნება განახლებადი ენერგიებისა და მწვანე ეკონომიკის საკითხები ენერგეტიკაში. იმსჯელებენ საქართველოში განახლებადი ენერგიების ათვისებაში (ჰიდრო, ქარი, მზე) არსებული სიტუაციებისა და პრობლემების შესახებ.

კონფერენციაში  მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო  და ქართველი ცნობილი სპეციალისტები, მათ შორის: „საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მირცხულავა, მანუელ ანტუნეს ვალლერი   ედფ (საფრანგეთი), ალექსანდრე პაჩოუდი-კომპანია შტუკეს ექსპერტი, შვეიცარია, აუგუსტინო ავანზი ბეტასტუდიო (იტალია), მაურო პიკოლო  კომპანია ეუროკოსის დამფუძნებელი (იტალია), პროფესორი არჩილ მოწონელიძე, გია არაბიძე, , პაატა ცინცაძე, მურმან მარგველაშვილი და სხვები.

 

სხვა სიახლეები