„ჩვენი ქვეყნის მტრები უკეთესს ვერაფერს ინატრებენ“ - რეალური მიზეზი, რის გამოც ნამახვანჰესი აღარ აშენდება

უზარმაზარი წინააღმდეგობა ხვდება განახლებადი ენერგიის ნებისმიერ პროექტს საქართველოში და არა მარტო დიდი ჰესების პროექტებს! არავინ არაა წინააღმდეგი, სიღრმისეულად შევისწავლოთ და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გადაამოწმონ პროექტის გარემოზე ზემოქმედების, ან პროექტის ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები, მისი საიმედოობის საკითხები. სხვათა შორის, პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე და პროექტის მასშტაბების მიხედვით, ამ ექსპერტიზაში საერთაშორისო კომპანიების ჩართვაზე უარს არავინ ამბობს.

მესმის, რომ ოპონენტები დაასახელებენ საქართველოში უხარისხოდ განხორციელებულ რამდენიმე  პროექტს, სადაც სხვადასხვა სახის ავარიები და ინციდენტები მოხდა, მაგრამ გარწმუნებთ, ამ ავარიების შესახებ მე გაცილებით მეტი და ობიექტური ინფორმაცია მაქვს, ვიდრე მათ! ეს თემები მეც ძალიან მაწუხებს, მაგრამ  ამ შეცდომების გამო, მთელ დარგს და ყველა პროექტს შეუქმნა გადაულახავი დაბრკოლება, მიმაჩნია, რომ ეს კატეგორიულად არ არის სწორი!

მეტსაც გეტყვით, დღეს, საინვესტიციო გარემოც აშკარად გაუმჯობესებას მოითხოვს. პროექტის არეალში მაცხოვრებლების, თემის, რაიონის პირდაპირ სარგებლის თემაც მოითხოვს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას და მიმაჩნია, ეს გადაუდებელი ამოცანებია. გადაუდებლად მიმაჩნია, ასევე, პროექტებისთვის სტიმულირების მექანიზმის ოპტიმალური გადაწყვეტილების სასწრაფო მოძებნა, რათა პროექტების საიმედოობის ხარჯზე არ გაუჩნდეს ვინმეს მცდელობა, მათი საინვესტიციო ღირებულება შეამციროს და დღეს, ესეც დიდი პრობლემაა. ზედამხედველობაც ენერგეტიკულ პროექტებზე აშკარად ახალ, რადიკალურ და განსხვავებულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოების კანონმდებლობაც შესაქმნელია, აქ  მრავალი წელია, ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდ დახმარებას უწევს ისეთი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანა, როგორიცაა შვეიცარია, მაგრამ სამწუხაროა, რომ ყოვლად გაუგებარი მიზეზების გამო, უსაფრთხოების ამ კანონზე  მუშაობა ვერ დასრულდა.https://www.versia.ge/index.php/versia/21-middle-east/1666-2021-09-29-13-56-16?fbclid=IwAR09NqTHXiZdrp8x7WxHHtI1SCKStItVOj_Fmq5RxIzI6KVkOwIppDMEEDQ

სხვა სიახლეები