კოლექტიური წევრები

შპს „ენგურჰესი“-

ენგურის ჰიდროელექტროსადგური — უდიდესი ჰესი საქართველოში. მდებარეობს მდინარე ენგურზე. შენდებოდა 1961-1986 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს,რომლის თაღოვანი კაშხლის სიმაღლეა 271,5 მ  მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

http://www.engurhesi.ge/

 ვარდნილჰესი

შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ არის ენგურჰესის შვილობილი კომპანია და წარმოადგენს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურს. მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ერთიან ელექტროსისტემაში შეადგენს 40%-ზე მეტს.

შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  

 (GWP) წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. კომპანია  თბილისის მოსახლეობას, სახელმწიფო დაწესებულებებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფს. დედაქალაქის წყალმომარაგებასა და წყალარინების მომსახურებაზე კომპანიის 2300-მდე თანამშრომელი ზრუნავს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ქალაქის მასშტაბით, 467 300 აბონენტს ემსახურება, მათ შორის 446 200  საყოფაცხოვრებო და 18 500 არასაყოფაცხოვრებო აბონენტია.  http://www.gwp.ge/

 ენერგოპრო

 ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ჩეხური ენერგო–პრო ეი–ეს–ის მფლობელობაში არსებული კომპანია. კომპანია შემოვიდა საქართველოს ენერგო ბაზარზე 2007 წლის 29 ივნისს. აბონენტების რაოდენობისა და მომსახურების ტერიტორიის გათვალისწინებით, ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია წარმოადგენს ერთერთ ყველაზე დიდ კომპანიას ამიერკავკასიის რეგიონში. ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ენერგო–პრო ჯგუფის წევრი; ენერგო–პრო ჯგუფი თავის მხრივ ფლობს ენერგო ობიექტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში, თურქეთსა და სომხეთში. ჯგუფის აქტივების საბაზრო ღირებულება დღეს შეადგენს 650 მლნ ევროს.

http://www.energo-pro.ge/ka/

შტუკე 

კომპანია შტუკე, რომელიც 1926 წელს დაარსდა არის მსოფლიოში ლიდერი კომპანია ჰიდროენერგეტიკული ობიექტების დიზაინის, კონსტრუირების და მშენებლობის სფეროში. განსაკუთრებულია შტუკეს მიღწევები თაღოვანი კაშხლებისა და ბეტონის გრავიტაციული ნაგებობის დაპროექტებაში. კომპანია აქტიურად იყენებს თავის გამოცდილებასა და ტექნიკას ენერგიის, წყლის გადაცემისა გარემოს დაცვის პროექტებში.

შტუკეს შტაბ-ბინა მდებარეობს რენენსში შვეიცარია, მისი ფილიალები წარმატებით მოღვაწეობენ შემდეგ ქვეყნებში: ალბანეთი, ალჟირი, ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, საქართველო, გერმანია, მიანმა, პერუ, სერბეთი, თურქეთი და ტაჯიკეთი.

 

http://www.stucky.ch