ჰიდროელექტროსადგური, რომლის აშენების იდეას და სურვილსაც ცნობილი ქართველი პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის სახელთან მივყავართ, დღეს სრული დატვირთვით მუშაობს. ის საქართველოს ენერგოსისტემის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია. ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის თითქმის ნახევარი სწორედ „ენგურჰესზე“ მოდის. მის ცნობილ თაღოვან კაშხალს კი დღეიდან ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლის სტატუსიც ექნება.